2020-04-16 17:53:42, 2968 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 82 წლის ქალბატონმა დღეს დატოვა კლინიკა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში 82 წლის ქალბატონი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეს დატოვა კლინიკა.
მისი თქმით, ჯამში მათ კლინიკაში 82 ინფიცირებული მკურნალობს.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტიაქედან 82 არის ინფიცირებული. რამდენიმე ადამიანმა კოვიდის გარეშე დატოვა კლინიკა, მათ შორისაა ქალბატონი 82 წლის, რომელიც მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში მწვავე რესპირატორული დისტრესითა და გულის უკმარისობით. ქალბატონი დღეს გაეწერა გამოჯანმრთელებული“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან