2015-01-20 22:49:07, 400 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს
ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს. ინფორმაცია ამის შესახებ თოქშოუ „არჩევანში“ გია გეწაძემ გაახმაურა.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილი აქტიურად არის ჩართული ანტიკორუფიული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში.
გეწაძის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ჩადის და ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობს.
„ზურაბ ადეიშვილს მხოლოდ საქართველო ეძებს. ჩემი ინფორმაციით, ადეიშვილი არა მხოლოდ უკრაინის მთავრობას აძლევს რჩევებს, არამედ კიდევ, სულ მცირე, ორ ევროპულ სახელმწიფოს,“- განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გია გეწაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან