20:48 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 17:04:12, 637 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ  მიულოცა. მიმართვისას მან  ყურადღება ეროვნული სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და სამხედრო მოსამსახურეებს  მხარდაჭერა აღუთქვა. 

საზეიმო ცერემონიალზე ეროვნული სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას სიტყვით წვრთნებისა და  სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. სამხედრო მოსამსახურეები „კრწანისის“ მოძღვარმა მამა ალექსანდრემ დალოცა.

დღესვე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა და წვრთნებისა და  სამხედრო განათლების სარდალმა,  უწყებრივი მედლებით წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე  მინისტრმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და  სამუშაო პროცესს გაეცნო. მინდია ჯანელიძემ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან ერთად, სიმულაციური სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე განლაგებული შეიარაღება, ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერა. თავდაცვის მინისტრმა  სიმულაციური სასწავლო ცენტრიც მოინახულა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და სხვადასხვა ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ 1997 წლის 22 აპრილს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, „იაღლუჯას" პოლიგონის  ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო, მომზადდა ხუთი ბატალიონი.

ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა წვრთნები, მათ შორის, რეკრუტთა საბაზისო მომზადების სწავლებები ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics