13:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 22:47:45, 797 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა კომენტარი. მინისტრის შეფასებით, ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა მცდელობას, დაწესებულიყო სანქციები ქართული ორგანიზაციების მიმართ.

„ეს არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული. იყო საუბარი ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით, არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის, მაშინ როდესაც საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით,"-განაცხადა მინისტრმა.

იგი ასევე გამოეხმაურა ტელევიზიების დასანქცირების საკითხს. „რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია, როდესაც ერთი მხრივ თავისუფალი სიტყვის ადვოკატი ხარ, ხოლო მეორეს მხრივ ერჩი ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავს, რომ ეს ტელევიზიები პოპულარულია, ჰყავთ მაყურებელი და ჰყავთ გამზიარებლები." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics