13:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-28 19:31:00, 397 ნახვა

პოლიტიკა
მარკო რუბიოს გაფრთხილება: აშშ ვენესუელაში ძალას გამოიყენებს, თუ ლიდერები მიზნებს გადაუხვევენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გაფრთხილებას გაავრცელებს იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ზომები გამოიყენოს, თუ ქვეყნის დროებითი ხელმძღვანელობა აშშ-ს მოლოდინებს არ გაამართლებს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის მომზადებულ ტექსტში რუბიო აღნიშნავს, რომ აშშ ვენესუელასთან ომში არ არის და მისი დროებითი ლიდერები აშშ-სთან თანამშრომლობენ, თუმცა, ამავდროულად, რუბიო აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

"ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ძალა იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად სხვა მეთოდები არ გაამართლებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ გახდება, თუმცა ჩვენ, არასდროს მოვერიდებით ამერიკელი ხალხის წინაშე ჩვენი მოვალეობის შესრულებას და ამ ნახევარსფეროში ჩვენი მისიის აღსრულებას". - წერია რუბიოს მომზადებულ სიტყვაში.

ამასთან, რუბიო ხაზს უსვამს, რომ ვენესულა აშშ-ს მიერ ოკუპირებული არ არის და იქ ამჟამად ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან.

"ვენესუელის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს და ჩვენ ეს ქვეყანა ოკუპირებული არ გვაქვს. იქ არ იმყოფებიან ამერიკელი სამხედროები. ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების დასახმარებლად განხორციელებული ოპერაცია". - წერია რუბიოს სიტყვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics