13:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 11:32:06, 1009 ნახვა

მსოფლიო
როსტოვში ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზად უამინდობა და პილოტის შეცდომა სახელდება

როსტოვის დონზე თვითმფრინავის ბოინგ 737-800 ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსია არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Interfax ავრცელებს.

როგორც სააგენტო იტყობინება, ერთი ერთი ვერსიით, ბოინგი უამინდობისა და პილოტის შეცდომის გამო ჩამოვარდა. ტერაქტის ვერსია ჯერჯერობით არ განიხილება. კიდევ ერთი არსებული ვერსიით, თვითმფრინავი ტექნიკურად გაუმართავი იყო.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, პილოტები თვითმფრინავის დასვას 01:35 საათზე აპირებდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა.

"ამის შემდეგ თვითმფრინავი 2 საათის განმავლობაში ქალაქს წრეს ურტყავდა, რის შემდეგაც 03:30 საათზე თვითმფრინავის დაშვებას გეგმავდნენ, მაგრამ ამას კატასტროფა მოჰყვა", - ნათქვამია საგანგებო სამსახურის სააგენტოს განცხადებაში.

მოგვიანებით შსს-ს განცხადებით გახდა ცნობილი, რომ ბოინგს ერთ-ერთი ფრთა დაშვების დროს დაუზიანდა. უამინდობის გამო, პილოტმა დროის გაყვანის მიზნით ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, ხოლო დაშვების დროს ასაფრენ ბილიკზე ფრთა დაუზიანდა, რამაც შემდგომ კატასტროფა გამოიწვია. თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა და ის ჩამოვარდა.

თვითმფრინავი, რომელიც ავიაკომპანია FlyDubai-ის ეკუთვნის, მოსკოვის დროით 03:43 საათზე ჩამოვარდა. ბოინგი როსტოვის აეროპორტიდან კერძოდ კი ასაფრენი ბილიკიდან სულ რაღაც 253 მეტრში ჩამოვარდა.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავში 62 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც კატასტროფას ემსხვერპლნენ. აქედან 55 მგზავრია და 7 ეკიპაჟის წევრი.

როგორც სააგენტო იტყობინება, მგზავრებს შორის 4 ბავშვიც იყო და 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე. კატასტროფის ადგილას, 700 საგანგებო სამსახურის თანამშრომელია მობილიზებული. 

როსტოვის აეროპორტი დახურულია, რეისები, რომლებიც მათ უნდა მიეღოთ კრასნოდარის აეროპორტში გადაამისამართეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics