03:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 08:37:19, 29817 ნახვა

სპორტი
საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება.

 მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.

გამარჯვებულ ოთხ ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.

ჩვენი ქვეყნის გარდა, 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.

მიუნხენში კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ასევე, კალათბურთელები თორნიკე შენგელია და ვლადიმერ ბოისა ესწრებოდნენ.

FIBA-ს ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა და ცერემონიაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა, რომ შემოგვიერთდით. გილოცავთ. ეს დიდი მიღწევაა, საუკეთესოს გისურვებთ ტურნირის მანძილზე“,  – მიმართა მან სალომე ზურაბიშვილს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics