00:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 15:15:11, 795 ნახვა

კომენტარი
ლაშა მახარაძის დედა: ოქროპირიძის გათავისუფლებას ახალი მკვლელობები მოჰყვებოდა

ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე გიორგი ოქროპირიძის მიმართ მოსამართლის გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც მან ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შეთხვევაში, თუკი სასამართლო მას გაათავისუფლებდა, ოქროპირიძე ახალ დანაშაულს ჩაიდენდა.
 "უნდა დარჩენილიყო ზუსტად პატიმრობაში, მაგისი გამოსვლა 9 თვის ვადაში იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა, ახალ ახალი მკვლელობები და სხვა უბედურებები და წავიდოდა ყველაფერი უკან",-განაცხად ნინო დიდებულიძემ.
ბრალდებულის დედა კი მიიჩნევს, რომ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება.
"სახელწმიფო ძალადობს სასამართლოზე და მოსამართლეზე. აღარ არსებობს სასამართლო",-აღნიშნა ოქროპირიძის დედამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  დღეს შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად  პატიმრობა პირადი მოტივით ცრუ დასმენის საქმეზე  გამოიყენა.
ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი  ბრალი, გუშინ წარუდგინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics