|
2016-11-22 16:16:00, 1741 ნახვა
სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანი: “რუსთავი2“-ის მომავალი სასამართლოში, ჩემთვის საინტერესო არ არის
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის „რუსთავი2“-ის და მისი მოწინააღმდეგე მხარის მომავალი სასამართლოში საინტერესო არ არის. წულუკიანის განმარტებით, მისთვის საინტერესოა ის, რომ საქართველოში არის მედიაპლურალიზმი და რომ დღევანდელი მთავრობა არც ერთ მედია არხს არ გააკონტროლებს: „“რუსთავი2“-ის მომავალი სასამართლოში, ისევე როგორც „რუსთავი2“-ის მოწინააღმდეგე მხარის მომავალი სასამართლოში, ჩემთვის არ არის საინტერესო, არც ამ დავის გამოსავალია ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის საინტერესო ისაა, რომ ამდენი, თითქმის 15-მდე კამერა და მედია დგას დღეს აქ, რომ საქართველოში არის მედიაპლურალიზმი და რომ ეს მთავრობა როგორც წარსულში, ისე მომავალში, არასდროს არც ერთ მედია არხს არ გააკონტროლებს, ეს არის ჩემთვის მთავარი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)