2016-11-22 15:36:46, 1073 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზურაბ ალავიძე: უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის ზურაბ ალავიძის განცხადებით,უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება:
„ჩვენი ძირითადი მიმართულება არის მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტი, ვგეგმავთ უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს უწყებაში, ალავიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ისაუბრებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან