2016-11-22 15:29:16, 1071 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: არასდროს ჩემს ცხოვრებაში პრინციპებიდან და ღირებულებებიდან არ გადამიხვევია
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ვიქტორ დოლიძეს ჟურნალისტებმა ე.წ. კაბელების საქმეზე გაკეთებული მისი განცხადება შეახსენეს, რომლის თანახმადაც, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
დოლიძე ამბობს, რომ არასდროს ცხოვრებაში პრინციპებიდან და ღირებულებებიდან არ გადაუხვევია:
„არც ვაპირებ. იმ ოჯახებთან და პატიმრებთანაც არ დამიკარგავს კონტაქტი, ვნახე კიდეც რამოდენიმე ხნის წინ. მათი აღქმა არის აბსოლუტურად ადეკვატური. აქედან უფრო მეტს გავაკეთებ“,-აღნიშნა დოლიძემ.
კითხვაზე-დღესაც ფიქრობს თუ არა, რომ ე.წ. კაბელების საქმე ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი, დოლიძემ პასუხისგან თავი შეიკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან