13:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 15:33:36, 774 ნახვა

საზოგადოება
სსდ ცენტრის დირექტორი მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ესტუმრა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად ქედას, შუახევისა და ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს ესტუმრა.

სსდ ცენტრის დირექტორმა ავტოპარკის განახლების შემდეგ გამოძახებებისა და სასწრაფოს მუშაობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია რაიონული მენეჯერებისგან მიიღო.

როგორც მან აღნიშნა, ტექნიკური გადაიარაღება სასწრაფოს გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ბევრი რამ შეიცვალა. ავტოპარკი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა, 180 სპეც-ავტომობილით განახლდა. პერსონალს გადაეცა ახალი ფორმები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათი ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა. ამასთანავე, მათ ამ ხნის განმავლობაში პირველად მიეცათ ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და გასულ წელს ასევე პირველად მიიღეს მე-13 ხელფასი“, - განაცხადა თეიმურაზ ხარაშვილმა.

ისევე როგორც მთელი ქვეყნის, ქედას, შუახევისა და ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრებიც აღიჭურვა. პირველ ეტაპზე მათ ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები გადაეცა. სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს დაურიგდა ცენტრის ბრენდის ფერებში გადაწყვეტილი უნიფორმები. სასწრაფო დახმარების პერსონალის ზამთრის ფორმის კომპლექტაცია სვიტერის, ქურთუკის და შარვლისგან შედგება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფა გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას ისახვს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics