02:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 12:37:19, 358 ნახვა

საზოგადოება
თბილისში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეუთოს რეგიონული შეხვედრა გაიმართა, სადაც სამხრეთ  კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების  ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ორჰუსის კონვენციის შესრულების მექანიზმები, ადამიანის უფლებების და გარემოსდაცვითი კანონების ურთიერთქმედება საერთაშორისო სამართალში, სასამართლო ორგანოების როლი - ეს ის საკითხებია, რომელიც  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო. 

 „ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხვდებით ორჰუსის კონვენციის მონაწილეებს და განვიხილავთ რეგიონში გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებს. დიდი მოლოდინი მაქვს საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის“, - განაცხადა ეუთოს ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში იან დარპომ.

შეხვედრას ეუთოს ოფისის, ევროპის ეკო ფორუმის,  ბელგიისა და  აზერბაიჯანის სასამართლოს, გარემოსდაცვითი გამოძიების ბიუროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics