19:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 14:06:51, 383 ნახვა

საზოგადოება
თალაკვაძე: ყურადღებას ინფორმაციის მესამე პირის ხელში გადასვლას დავუთმობთ, ვიდრე ცინარიძის გარშემო პიროვნულ ასპექტებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიციელებთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე საზოგადოებამ საკმარისი ინფორმაცია მიიღო.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  გენერალური ინსპექცია საკითხს იკვლევს და საზოგადოებას ეს  შედეგებიც  ეცნობება.
მისივე შეფასებით, მთავარი არა დავით ცინარიძის შემთხვევა, არამედ ინფორმაციის მესამე პირის ხელში გადასვლის საკითხია.
"ვფიქრობ, ამ შემთხვევაზე საზოგადოებამ  საკმარისი ინფორმაცია მიიღო. ერთადერთი რაც არის, რომ გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებული მოკვლევების შედეგები საზოგადოებას ეცნობოს. ეს არ არის დავით ცინარიძის შემთხვევა. ვფიქრობ, აქ არის სხვა საკითხები, ანუ ინფორმაციის მესამე პირის ხელში გადასვლის საკითხი. უფრო მეტად ყურადღებას ამას დავუთმობთ, ვიდრე კონკრეტულად დავით ცინარიძის გარშემო რაღაც პიროვნულ ასპექტებს, რომელიც მედიისთვის მიმზიდველი გახდა",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics