13:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 15:35:18, 355 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მიხარია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი ქალი წარმოადგინა

„მიხარია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი ქალი წარმოდგინა“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის დასახელება. 

მისივე განმარტებით, მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე უფრო მეტი ქალის წარმოდგენა, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია. 

მინისტრის შეფასებით, ნინო გვენეტაძე სისხლის სამართლის კარგი სპეციალისტია.  

„მე ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი ქალი წარმოადგინა.  ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვანან პოზიციებზე არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდაომ  ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ. რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს, ის არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი  პსეციალისტი და პროფესიონალი. დანარჩენი, რაც შეეხება მის დამტკიცებას ამ პოზიციაზე, მთავრობა ამ პროცესში ჩართული არ არის და ამ თემაზე კომპეტენცია მოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია, სადაც როგორც ვიცი ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics