2015-03-11 17:30:05, 497 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ, 1 დოლარი 2.1850 ლარი ეღირება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.1839 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, ხვალ, 1 ევრო 2.30 ლარი ეღირება. დღეს კი, 1 ევროს შეძენა 2.34 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან