20:03 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 11:22:44, 1882 ნახვა

პოლიტიკა
შვეიცარიამ „ქართულ ოცნებას“ უვიზო რეჟიმი შეუჩერა

შვეიცარიაში შესასვლელად საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. 

გადაწყვეტილება, ხვალიდან, 3 აპრილიდან ამოქმედდება და 12 თვის განმავლობაში დარჩება ძალაში.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განმარტებით, აღნიშნული ქმედება შენგენის კანონმდებლობას ეფუძნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს რიგით მოქალაქეებს არ ეხებათ. 

3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. ეს ქმედება შენგენის კანონმდებლობის შემდგომი განვითარებაა და 12 თვის განმავლობაში ძალაში დარჩება. ამ გადაწყვეტილების მიღება შვეიცარიას შენგენის კანონმდებლობით ევალება. ეს ნაბიჯი გულისხმობს ქვეყანაში შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას. გარდა ამისა, შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია. ეს არ ეხება საქართველოს რიგით მოქალაქეებს," - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics