19:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 16:25:14, 555 ნახვა

სამართალი
ნინო გიორგობიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შალვა აბულაძე პოლიციას ჩაბარდა, უარყოფს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე სამართალდამცველებს  ჩაბარდა, უარყოფს.

როგორც გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, აბულაძემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევას სცდილობდა, თუმცა სამართალდამცავებმა ის დააკავეს.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით პროფესიონალურად ჩატარდა.

„მინისტრის ხელმძღვანელობით ეს სპეცოპერაცია ჩატარდა პროფესიონალურად! დანაკარგების გარეშე! მადლობა თითოეულ დანაყოფს და პოლიციელს ვინც შალვა აბულაძის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა! ზოგიერთები ცდილობენ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ის თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი! და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ის ადამიანები ვინც საერთდ არ ყოფილა ადგილზე სპეცოპერაციის დროს და არიან შალვა აბულაძის ახლობლები.. აბულაძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ცდილობდა გაქცევას, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს“, – წერს გიორგობიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics