19:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 03:44:25, 910 ნახვა

სხვადასხვა
ბრაზილიაში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

ბრაზილიაში ”მარაკანაზე” ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონია ბრაზილიის მოქმედმა პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ტომას ბახმა ოლიმპიადა გახსნილად გამოაცხადეს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აჟღერდა ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ჰიმნი და დაიწყო გახსნის ცერემონია.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრება.

რიო დე ჟანეიროში ჩავიდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც ასევე დაესწრება გახსნის ცერემონიას და ქართველ ოლიმპიელებს გაამხნევებს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიოში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. 

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით 13 სახეობაში წარდგება, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics