21:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 12:34:24, 646 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი: საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო

"საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე, უსაფრთხო საინვესტიციო გარემო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

პრემიერმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის თანამშრომლობისათვის, როგორც თურქეთთან, ისევე აზერბაიჯანთან.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქართული ეკონომიკის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს.

"საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი ნამვილი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს ფორუმები კარგი ტრადიციია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. როგორც წესი, ასეთი ფორმატი ხელს უწყობს საკითხების უკვეთ და დროულად გადაწყვეტას, ასევე სამომავლო გეგმების დასახვას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და არაერთ ახალ ინიციატივას ჩაეყრება დღეს საფუძველი. მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეზობლური ურთიერთობები, რითიც მე პირადად ვამაყობ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როცა ასეთი ძლიერი პარტნიორი მეზობლები გვყავს რეგიონში. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შევქმნათ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ,  რომ საქართველოში, ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო. თქვენს მიერ ინვესტირებული თითოეული ცენტი, იქნება მაქსიმალურად დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics