12:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 11:42:22, 876 ნახვა

მსოფლიო
მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სირიის კონფლიქტის საკითხებზე მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტა, "ისლამური სახელმწიფოს" გარდა, ასევე "ალ-ნუსრას" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს არ შეეხება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ, გამოთქვა აზრი, რომ სახმელეთო ოპერაციის გაგრძელება სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მხოლოდ ამწვავებს კონფლიქტს.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდისა და დაჩქარების შესახებ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, დასავლეთი ალეპოს დაბომბვაში ისევ რუსეთს აკრიტიკებს. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის "სამშვიდობო იერიშებს" მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სირიაში, 250 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics