08:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 14:53:49, 335 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, თავდადებისა და დამოუკიდებლობის სურვილის სიმბოლო. ტრაგიკულია ეს დღე, ამავე დროს არის ჩვენი თავმოყვარეობის და სიამაყის დღე.  ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ახალგაზრდები შეეწირნენ. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში, გმირთა ხეივანში, 9 აპრილის მემორიალთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 35 წელი გავიდა. 

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics