2020-03-17 10:36:57, 1031 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე. 15 პაციენტიდან 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი და ერთი პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. კარანტინის რეჟიმში – 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.
ავტორი: ექსპრესნიუსი,