2015-07-30 09:25:10, 3482 ნახვა
კულტურა
2016 წლის ბოლომდე მცხეთაში უძრავი ქონების გასხვისება აიკრძალება
2016 წლის 31 დეკემბრამდე მცხეთაში უძრავი ქონების პრივატიზება, გასხვისება აიკრძალება. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს UNESCO-ს მოთხოვნა იყო.
"შემოვიტანეთ პროექტი, რომელიც მცხეთაში მორატორიუმის შემოღებას გულისხმობს, უძრავი ქონების გასხვისებაზე, პრივატიზაციაზე. ეს მოთხოვნა წამოაყენა UNESCO-მ. ქალაქგანვითარების გენერალურ გეგმები უნდა შეთანხმდეს ამ ორგანიზაციასთან.
პრაქრიკულად გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში გატანა. მორატორიუმი 2016 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს",-განაცხადა გიორგაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან