|
2017-05-10 19:38:39, 852 ნახვა
სპეციალური ანონსი
11 მაისის ანონსი
10:00 საათზე, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ახლად აშენებულ გაზგამანიწილებელ ქსელს დაათვალიერებენ. საკონტაქტო პირი ირაკლი გაფრინდაშვილი - 599 56 18 47 10:30 საათზე პარლამენტში, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის“ კომიტეტში გაიმართება „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (აბორტების შეზღუდვა) საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“ განხილვა. მის.: თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 11:00 საათზე გლობალური მიგრაციული პროცესების საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. 11:00 საათზე, პარტია "მემარცხენე ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი არჩილ ბენიძე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "მემარცხენე ალიანსი" კატეგორიულად მოვითხოვთ პარლამენტმა დროულად გაამკაცროს კანონი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით და ტყიბულის მაღაროში გარდაცვლილთა ოჯახებს სოლიდური ფინანსური დახმარება გაუწიოს. მის.: მაჩაბლის ქ. #7 საკონტაქტო პირები: ნინო ჯიბუტი - 599 261 414, ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642 11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნის 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #115 12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. მის.: ასათიანის ქ. #9 საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03, მურადი კეკელიძე - 599 94 64 31
12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: თბილისში გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის საკითხი - კანონმდებლობა და პრაქტიკა მუნიციპალურ დონეზე. მის: თავისუფლების #2 13:00 საათზე, 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება. თემა: კონსტიტუციური ცვლილებების სახალხო განხილვის პროცესი, ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნი დეტალური ინფორმაცია კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი," დარბაზი#1 საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98 13:00 საათზე, მარნეულში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული „ავერსის კლინიკის“ მარნეულის ფილიალის მრავალპროფილური, 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრება. საკონტაქტო პირი ლალი გალუმაშვილი - 595 05 57 50 14:00 საათზე, ცესკო-ში სარეფერენდუმო კომისია განიხილავს პარტია "მემარცხენე ალიანსის" სარეფერენდუმოდ წარდგენილ საკითხს, რომელიც უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას შეეხება. მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, ცესკოს შენობა საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 70 06 42 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, გაიმართება ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს, მუსლიმთა სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 90-იანების მუსიკალური საღამო გაიმართება. თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე დაწესებული დრესკოდის თანახმად, მომღერლები და მსმენელები 90-იანების სტილში იქნებიან ჩაცმულები. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)