16:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 13:05:20, 1114 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშელი: გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მაღალი აზრი დიდი ხანია არ მაქვს

პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც დღეს ის საუბრობს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, ის რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო არსებობდა მრავალი წლის განმავლობაში არც მას ახსოვდა და არც მოსახლეობას, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავად ”დაივიწყა საკუთარი ფუნქციები”. 

”სასამართლო ქვეყანაში რომ არსებობდა ეს დამავიწყდა ბევრი წლის განმავლობაში. დაგვავიწყდა არა იმიტომ რომ იქ ვინმე არ მიდიოდა და არ ჩიოდა, არამედ იმის გამო, რომ მათ თვითონ დაავიწყდათ საკუთარი ფუნქციები. დღეს ის ძალიან აქტიურია. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაჩნდა ამ ქვეყანაში როგორც ფაქტორი. გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც დღეს საუბრობს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics