21:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-22 09:41:29, 592 ნახვა

მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას ცდილობს

ვენესუელის პრეზიდენტის, მადუროს დამხობის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ მკვეთრად გაზარდა კუბაზე ზეწოლა და წლის ბოლომდე კომუნისტური რეჟიმის შეცვლას განიხილავს. ამის შესახებ The Wall Street Journal იტყობინება აშშ-ის ადმინისტრაციისა და სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კუბის ეკონომიკა „კოლაფსის ზღვარზეა“ მთავარი მოკავშირის, ვენესუელას დაკარგვის შემდეგ. ამერიკის ხელისუფლება აქტიურად ეძებს „ინსაიდერებს“ კუბის ისტებლიშმენტში, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-სთან გარიგების დადება და მმართველობის ამჟამინდელი სისტემის დემონტაჟის ხელშეწყობა.

როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, თეთრ სახლს არ აქვს სამხედრო ჩარევის პირდაპირი გეგმა, მაგრამ კარაკასში მადუროს დაკავების ბოლოდროინდელი ოპერაცია ჰავანისთვის სიგნალად აღიქმება. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია კუბისთვის „როგორც გეგმად, ასევე გაფრთხილებად“ უნდა იქცეს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ აპირებს ვენესუელის ნავთობის მიწოდების შეწყვეტას, რომლის გარეშეც კუბა ვერ შეძლებს თავისი ენერგეტიკული სისტემის შენარჩუნებას. ეკონომისტების შეფასებით, საწვავის მარაგი შესაძლოა „რამდენიმე კვირაში“ ამოიწუროს, რაც ეკონომიკის სრულ დახურვას გამოიწვევს. ვაშინგტონი ასევე კუბის სამედიცინო მისიებს საზღვარგარეთ უმიზნებს, რაც ჰავანას ვალუტის მთავარი წყაროა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics