19:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-20 11:32:19, 759 ნახვა

საზოგადოება
გაზსადენის დაზიანების გამო, გლდანში გაზმომარაგება 3 300 აბონენტს შეუწყდა

თბილისი ენერჯის ცნობით, გაზსადენის დაზიანების გამო, გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3 300 აბონენტს შეუწყდა.

კომპანია ამბობს, რომ გაზმომარაგების აღდგენა დღეს, 16:00 საათამდე დასრულდება.

"გაზმომარაგება შეუწყდათ: გლდანის III მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 4ა, 5, 6, 7, 7ა, 8, 9, 10, 10ა, 11, 12, 13, 13ა, 68ა, 68ბ, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 85-ში, ასევე III-ა მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 3, 3ა-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004 - სწრაფი რეაგირების სამსახური 114", - აცხადებს კომპანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics