22:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 20:58:15, 508 ნახვა

სამართალი
ორი არასრულწლოვნის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს

დიდ დიღომში ორი არასრულწლოვნის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტრომ დაადასტურა. არსებული ინფორმაციით დაზარალებულების მსგავსად დაკავებულიც არასრულწლოვანია და ის 186-ე სკოლის მოსწავლეა. 

შემთხვევა დიდ დიღომში დღეს 14:00 საათზე 186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებასთან მოხდა. მე-10 კლასელი მოზარდები თანაკლასელები იყვნენ.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ დაჭრილი 15 წლის ორი მოზარდი იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე რეანიმაციულ განხყოფილებაში გადიან მკურნალობას, მათი მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განცხადებით მათ მრავლობითი დაზიანებები ცივი საგნით ზურგის არეში აქვთ მიყენებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics