2023-05-31 15:19:52, 2084 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1-ელ ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.
"პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.
პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,