21:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 14:04:11, 817 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში სკოლის მოსწავლის გატაცებაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავეს

მოსკოვში, კაპოტნის რაიონში  სამართალდამცავებმა  სკოლის მოსწავლის გატაცებაში და 100 ათასი რუბლი გამოსასყიდის მოთხოვნაში ეჭვმიტანილი 2 ქართველი დააკავეს.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პოლიციას მე-11 კლასელის გაუჩინარების ფაქტი, მოზარდის დედამ შეატყობინა.

მისი თქმით, საღამოს 9 საათისთვის,  უცნობმა პირებმა მისი შვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი „ტოიოტა -კამრის“ მარკის ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
გატაცების შემდეგ კი, გამოსასყიდის მოთხოვნით გატაცებული მოზარდის მეგობრებს დაურეკეს.

პოლიციის ცნობით, გატაცებაში ეჭვმიტანილები 1992 და 1994 წელს საქართველოში დაბადებული პიროვნებები არიან.
მათივე ცნობით, გამტაცებლებმა მოზარდი დაკავებამდე  რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლე, რის შემდეგაც მან პოლიციის უახლოეს განყოფილებას მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics