|
2015-02-06 11:07:10, 624 ნახვა
სამართალი
ყალბი ვიზების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული სამსონ ჯ. და 1965 წელს დაბადებული ელზა კ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება-შეძენისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. უწყების ინფორმაციით, ელზა კ. მოქალაქე ოლია შ-ს 18 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზის დამზადებას დაჰპირდა. ელზა კ-მ, თავისი ახლობლის - სამსონ ჯ-ს დახმარებით, ოლია შ-ს ერთ-ერთ ბანკში წინასწარ ჩაარიცხვინა ვიზის მიღებისთვის აუცილებელი აპლიკაციის შესავსებად საჭირო ოფიციალური გადასახადი - 336 ლარი. მან ქალბატონს ასევე დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ოლია შ-ს ანაზღაურება 770 ლარს შეადგენდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სამსონ ჯ-მ, ასევე ყალბი ვიზის მისაღებად, მოქალაქე სოფიკო ჩ-ს დაუმზადა ყალბი ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მისი ანაზღაურება 870 ლარს შეადგენდა. შსს-ს ცნობით, ელზა კ. მოქალაქე იამზე კ-ს პოლონეთის ყალბი ვიზის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ დაუმზადა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა და მისი ყოველთვიური სარგო თვეში 770 ლარს შეადგენდა. ელზა კ-მ ასევე დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა მოქალაქე ქეთევან ღ-ს სამუშაო ადგილის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელს იმავე კერძო კომპანიაში ოპერატორის პოზიცია ეკავა და მისი ყოველთვიური სარგო 950 ლარს შეადგენდა. ელზა კ-მ აღნიშნული ყალბი ცნობები სამსახურის შესახებ პოლონეთის საელჩოში წარსადგენად დაამზადა. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სამსონ ჯ-მ და ელზა კ-მ ცნობებში თავად გააყალბეს ხელმოწერები. სამართალდამცველებმა სამსონ ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ელზა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 29 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო. დანაშაულში მხილებული ორივე პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)