15:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 10:38:50, 534 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: ვფიქრობ, ათონელზე მდებარე შენობა ფუნქციონირებას მალე დაიწყებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადბეით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ რისთვის გამოიყენებენ  თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციას. 

როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობის მიმდინარეობისას მთავრობამ რამდენჯერმე იმსჯელა ამ საკითხზე და იყო შენობის გამოსაყენებლად სხვადასხვა ვერსიები დასახელდა:

"ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ მშენებლობა დასრულდებოდა, რამოდენიმეჯერ იყო მთავრობის სხდომაზე მსჯელობა. რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა.მაგალითად, რომ ეს ყოფილიყო მაღალი დონის დელეგაციების შეხვედრის დგილი. რომ ეს ყოფილიყო რამოდენიმე სამინისტროს სამუშაო ადგილი.თუმცა ვფიქრობ, შერჩეული იქნება  ოპტიმალური გადაწყვეტილება და ფუნქციონირებას მალე დაიწყებს",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის განმარტებით, ათონელის ქუჩაზე მდებარე  რეზიდენციის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მისივე თქმით,  რეზიდენცია თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტებით აშენდა, თუმცა როგორც ცნობილია,  პრეზიდენტი იქ გადასვლაზე უარს აცხადებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics