14:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-07 12:15:02, 706 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება, პოზიტიურად შეაფასა.

როგორც მან მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო მზად არის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

„ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და  აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული მესიჯები და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია,  ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics