|
2015-07-22 18:36:26, 1148 ნახვა
რეგიონი
ქედაში შიდასასოფლო გზების დაგება გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი რომანაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად დასრულებული და მიმდინარე შიდასასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დათვალიერა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ოქტომბერში დღეიდან 2.5 კმ-ზე ასფალტობეტონის საფარის დაგება დაიწყო. „ქედა - ოქტომბრის მიმართულებით ამ დრომდე გრუნტის გზა ფუნქციონირებდა და წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. რამდენიმე ადგილას ჩაშლილი იყო მონაკვეთები. გზით ოქტომბრის თემის 5 სოფელი სარგებლობს. მისი მოწესრიგება მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა. რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის მიზნით ბიუჯეტიდან 670 000 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები. გრუნტის გასამაგრებლად ეწყობა გაბიონები და ფართოვდება შევიწროებული ადგილები. 2, 5 კმ-ზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ბონდი 2009“ ახორციელებს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. მათივე ცნობით, დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძემ ქედაში სოფელ გეგელიძეებში 2.7 კ მ სიგრძის განახლებული გზის მონაკვეთი გახსნეს. „წლების წინ გაჭრილ გრუნტის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი პირველად დაიგო. სამუშაოები აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 868 730 ლარია. აღნიშნული გზა სოფელში მცხოვრებ 115 ოჯახს ემსახურება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)