17:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 12:47:34, 807 ნახვა

სხვადასხვა
Forbes-მა ჟიზელ ბუნდხენი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელა

ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდხენი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელეს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ეს ტიტული მეთოთხმეტედ მოიპოვა.

ჟურნალ Forbes-ის მონაცმებით, ჟიზელ ბუნდხენის შემოსავალი წელიწადში 30 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც მეორე ადგილზე მყოფი ბრაზილიელი მოდელის ადრიანა ლიმას ანაზღაურებას სამჯერ აღემატება. 

ამჟამად ჟიზელს, რომელმაც სამოდელო კარიერა გასულ წელს დაასრულა, კონტრაქტი აქვს გაფორმებული Chanel-თან, Carolina Herrera-თან და Panten-თან.

Forbes-ის სიაში მესამე ადგილზე ცნობილი რეალითი-შოუს ვარსკვალის კიმ კარდაშიანის ნახევარ-და კენდალ ჯენერია. ჯენერი გასულ წელთან შედარებით 13 პოზიციით დაწინაურდა. ის წლის ყველაზე წარმატებული მოდელი გახდა, რომელმაც მხოლოდ შარშან Instagram-ის გვერდზე 60 მილიონი თაყვანისმცემელი შეიძინა.

ყველაზე მდიდარი მოდელების სიაში მოხვდა ასევე კარა დელევინი და მოდელი ჯიჯი ჰადიდი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics