11:18 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 14:40:17, 2769 ნახვა

პოლიტიკა
მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ის დატოვებას დაუჭირა მხარი

მოსკოვის ორბიტაზე შექმნილ "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან" (დსთდან) ქვეყნის გამოყვანის ინიციატივას საბოლოო მოსმენით მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

„აღნიშნული შეთანხმებების დენონსაციის ინიციატორი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ დსთ-ს ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები არ არის დაცული. კერძოდ, დებულება, რომლის მიხედვითაც წევრი ქვეყნები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო დსთ-ს შექმნას, ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განახორციელა აგრესიული აქტები საქართველოს წინააღმდეგ და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები უკანონოდ ჰყავს განლაგებული“, - ვკითხულობთ მოლდოვის პარლამენტის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დააჩქარა, რაც ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრ ცვლილებასა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს უკავშირდებოდა. 2023 წლიდან ქვეყანამ დაიწყო თანამეგობრობის ფარგლებში გაფორმებული ათობით შეთანხმების ეტაპობრივი დენონსირება და გაიწვია თავისი წარმომადგენლები ორგანიზაციის სტრუქტურებიდან. საბოლოოდ, მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 1994 წლიდან დაწყებული წევრობის შეწყვეტას, რითაც წერტილი დაუსვა რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ გაერთიანებასთან 30-წლიან პოლიტიკურ კავშირს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics