12:55 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 19:08:56, 5748 ნახვა

ეკონომიკა
"მაზდა ცენტრი თეგეტამ" საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა

„მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტამ“, რო­მე­ლიც ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის, Mazda-ს, ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, გლო­ბა­ლუ­რი პარტნი­ო­რის­გან სა­უ­კე­თე­სო დის­ტრი­ბუ­ტო­რის ჯილ­დო მი­ი­ღო. კომ­პა­ნი­ამ აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა 2025 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრენ­დის გა­ყიდ­ვე­ბის მკვეთ­რი ზრდი­სა და ბაზ­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის­თვის.

კომ­პა­ნი­ამ გა­სულ წელს რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის, 764, ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ყი­და, რაც 2024 წელს და­ფიქ­სი­რე­ბულ შე­დეგ­თან, 534 ერ­თე­ულ­თან, შე­და­რე­ბით 43%-ზე მე­ტით გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ნო­დარ ჭი­რა­ქა­ძე, „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტას“ დი­რექ­ტო­რი: „სა­ქარ­თვე­ლო­ში Mazda-ს ბრენ­დის რე­კორ­დუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის კი­დევ ერთხელ და­ფიქ­სი­რე­ბა ჩვე­ნი გუნ­დის დიდი შრო­მის, ერ­თგუ­ლე­ბი­სა და სწო­რად და­სა­ხუ­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­დე­გია. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რა ისიც, რომ გა­სულ წელს ბა­ზარ­ზე ახა­ლი მო­დე­ლიც - CX60 Plug-in Hybrid - შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და Mazda-ს ფლაგ­მა­ნი მო­დე­ლის, CX5-ის, გა­ყიდ­ვე­ბი. ეს წარ­მა­ტე­ბა არა მხო­ლოდ გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე აი­სა­ხა, არა­მედ ბრენ­დის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა­ზეც. გლო­ბა­ლურ რუ­კა­ზე დღეს კი­დევ უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ვართ. გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­ნა­მი­კა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ახალ სეგ­მენ­ტებ­ში შე­ვი­დეთ და ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი წილი კი­დევ უფრო გავ­ზარ­დოთ“.

Mazda ბრენ­დის სა­უ­კე­თე­სო დის­ტრი­ბუ­ტო­რებს უკვე 30 წელ­ზე მე­ტია, ყო­ველ­წლი­უ­რად აჯილ­დო­ებს. ჯილ­დო ენი­ჭე­ბა ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის იმ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც წლი­ურ ჭრილ­ში (YOY) გა­ყიდ­ვე­ბის მკვეთრ ზრდას აჩ­ვე­ნე­ბენ და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით გა­მორ­ჩე­ულ შე­დე­გებს აღ­წე­ვენ. შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ასე­ვე ფას­დე­ბა მარ­კე­ტინ­გუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბა­ზარ­ზე ბრენ­დის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას უწყობს ხელს.

საბა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტას“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ეს ჯილ­დო ჩვენ­თვის Mazda-ს მხრი­დან კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღი­ა­რე­ბაა. გარ­და გა­ყიდ­ვე­ბის ზრდი­სა, ამ წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ებ­მაც შე­ი­ტა­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ­დი კამ­პა­ნი­ას ტო­ჩი­ნო­ში­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით , რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა არა მხო­ლოდ ლო­კა­ლუ­რად, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად, Mazda-ს მხრი­და­ნაც. ჩვენ­მა პარტნი­ორ­მა ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მარ­კე­ტინ­გულ აქ­ტი­ვო­ბად და­ა­სა­ხე­ლა. ვფიქ­რობთ, ეს აღი­ა­რე­ბა სწორ­მა სტრა­ტე­გი­ამ და შე­დე­გებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა მიდ­გო­მამ გა­ნა­პი­რო­ბა. მიმ­დი­ნა­რე წლის­თვი­საც ვგეგ­მავთ სა­ინ­ტე­რე­სო კამ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრენ­დის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს“.

„მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტამ“ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო უკვე მე­ო­თხედ მო­ი­პო­ვა. Mazda-მ ის სა­უ­კე­თე­სო დის­ტრი­ბუ­ტო­რებს შო­რის პირ­ვე­ლად 2020 წელს და­ა­სა­ხე­ლა. სა­უ­კე­თე­სო დის­ტრი­ბუ­ტო­რებს შო­რის „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტას“ ხში­რად და­სა­ხე­ლე­ბა კომ­პა­ნი­ის სტა­ბი­ლუ­რი ზრდი­სა და ძლი­ე­რი ოპე­რა­ცი­უ­ლი შე­დე­გე­ბის დას­ტუ­რია. მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პარტნი­ო­რის­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა გუნ­დის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა, რათა გან­ვი­თა­რე­ბა და სწრა­ფი ზრდა მო­მა­ვალ­შიც ასე­თი­ვე შე­მარ­თე­ბით გა­ნაგ­რძონ.

--

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, „თე­გე­ტა ქარსში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია „მაზ­და ცენ­ტრი თე­გე­ტა“ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2012 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნია ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს, Mazda-ს ბრენ­დის ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გარ­და, ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებ­სა და სერ­ვის­საც სთა­ვა­ზობს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics