14:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 11:20:55, 1394 ნახვა

ეკონომიკა
ქვრივიშვილი: მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკული სექტორისთვის იყო სამართლიანი მიდგომა

ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოხდა - მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკული სექტორისთვის.მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთელ ხაზგსმით აღნიშნა, რომ ეს არის  პირობიანი პატიება, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ  ვერ მოხდება დათქმულ, ახალ ვადაში პროექტის განხორციელება, ინვესტორს აღუდგება ნაპატიები ჯარიმა და დაეკისრება ახალი ჯარიმაც.

„ვფიქრობთ, ეს იყო საკმაოდ ოპტიმალური და სამართლიანი მიდგომა. პროცესი დღეს უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია და  სასიხარულოა, რომ კერძო სექტორმა ძალიან დადებითად შეაფასა მთავრობის  გადაწყვეტილება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეების ზრდის კუთხით" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ოპტიმიზაციის პროცესის მნიშვნელობას, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალ ენერგეტიკულ საწარმოებში განხორციელდა.  მინისტრის განცხადებით, ფაქტობრივად,  ყოველდღიურ რეჟიმში, საკმაოდ გამჭვირვალედ ხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან.

„ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს  ენერგეტიკის სექტორში არსებობს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათთან ერთად ვმსჯელობთ სწორი გადაჭრის გზებზე, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს, დააჩქაროს პროექტების განხორციელება და ექსპლუატაციაში შესვლა" განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics