16:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 11:17:18, 1428 ნახვა

ეკონომიკა
2025 წელს ტელევიზიებმა 2024 წელთან შედარებით 43%-ით მეტი, 99.2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს

2025 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 37.4%-ით გაიზარდა და 106.8 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 43%-ით გაიზარდა და 99.2 მილიონ ლარს გაუტოლდა. - იუწყება კომუნიკაციების კომისია.
 
ტელემაუწყებლებისთვის 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 82.3%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, რაც  81.7 მილიონია. 10.7% - პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რაც 10.6 მილიონი ლარია, ხოლო 6.9% - სპონსორობამ, რამაც 6.8 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისათვის, 2024 წელს პირდაპირი რეკლამით მიღებული შემოსავალი სარეკლამო შემოსავლების 70.6%-ს  შეადგენდა, რაც 49 მილიონ ლარი იყო.
 
რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 8.9%-ით შემცირდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა. 89%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ 6.8 მილიონი ლარით დააგენერირა, ხოლო 10.8% - სპონსორობამ, რაც 0.8 მილიონი ლარია.
 
რაც შეეხება 2025 წლის მხოლოდ IV კვარტალს, ამ პერიოდში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და 41.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, IV კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალი 82.5%-ით გაიზარდა და 39.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
 
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics