17:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 19:24:42, 448 ნახვა

რეგიონი
შუახევში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

შუახევში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მასწავლებლის ეროვნული დღე პედაგოგებს, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მაია ხაჯიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე  როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და  აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ,  ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

აღნიშნულ ღონისძიებას 70-მდე მასწავლებელი დაესწრო. ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა 50 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე საჯარო სკოლის მოქმედი 17 პედაგოგი, ხოლო საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის 48 პედაგოგს მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა მხარდაჭერა, მათი დაფასება, საქმიანობისა და ღვაწლის წარმოჩენა.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა  გოგონათა ბენდი "117" და  სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics