2015-01-07 11:22:17, 589 ნახვა
საზოგადოება
თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, ნინოწმინდის რაიონში საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისთანავე მობილიზებული იყვნენ ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა თოვლში დარჩენილი 200–ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან