2018-02-01 11:56:58, 1726 ნახვა
სხვადასხვა
სუპერმთვარე - ასტრონომიული მოვლენა, რომელიც ბოლოს 150 წლის წინ მოხდა (ფოტოები)
მსოფლიომ, 31 იანვარს სუპერ ლურჯი, სისხლისფერი მთვარე და მთვარის დაბნელება იხილა. ეს უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენა ბოლოს 150 წლის წინ მოხდა.
წუხელ იყო სავსე მთვარე, როდესაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს ექცევა.
ასევე მოხდა მთვარის სრული დაბნელება. მოვლენა საუკეთესოდ გამოჩნდა შუაღამის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ინდონეზიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.
იმის გამო, რომ დაბნელების დროს მომავალი შუქი ატმოსფეროში შემოსვლისას იფილტრება, მთვარის დისკოს გარს ლურჯი სინათლე შემოერტყა. წითელი კი აირეკლა. სწორედ დაბნელებული მთვარის მოწითალო ფერიდან გამომდინარე უწოდებენ მას სისხლისფერ მთვარეს.











ავტორი: ,