23:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 12:18:20, 669 ნახვა

სხვადასხვა
დიდუბის რაიონის მოსახლოებას 7 ახალი სკვერი ექნება

დიდუბის რაიონში, 7 ახალი მოსასვენებელი სკვერი ეწყობა. 

 თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირ N181-ში, გოგოლაურის ქ. N18-ში,  წერეთლის გამზირ N87-79-ს შორის, ახმატელის ქ. N6-ში, ლუბლიანას ქუჩა N.11-ში , ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-14-სა  და მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსებთან სკვერების მოწყობის სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიები დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგვისგან, განხორციელდა დაზიანებული ბორდიურების დემონტაჟი. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრანიტის ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები. 
სკვერების ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის ღობით, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, დაიდგმება საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, ასევე სასმელი წყლის სოკოები.

სკვერებში პატარებისთვის გასართობი ზონაც იქნება. კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე დამონტაჟდება გასართობი საბავშვო ატრაქციონი სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით.

სკვერებში სამუშაოების დასრულების შემდგომ, დიდუბის მოსახლეობას დამატებით 7 ახალი კომფორტული მოსასვენებელი ზონა ექნება.

( NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics