14:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 10:35:28, 834 ნახვა

რეგიონი
სარეაბილიტაციო ცენტრში "თანა" კომპიუტერული ოთახი მოეწყო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ "თანა"-ს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA), საჩუქრად, კომპიუტერული ტექნიკა და "ჭკვიანი დაფა" გადასცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს მხარდაჭერით, ცენტრის ეზოში ასევე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.

ცენტრში, ახლადმოწყობილი კომპიუტერული ოთახი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, ბათუმში თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა და TIKA-ს საქართველოს ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა ქორქმაზმა დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო ცენტრ "თანა"-ს შენობას სრული რეკონსტრუქცია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2014 წელს ჩაუტარა.

დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. ცენტრში რეაბილიტაციის კურსს 150-მდე შშმ პირი გადის, აქ მათთვის შექმნილია ადაპტირებული გარემო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics