16:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-22 11:42:38, 3050 ნახვა

საზოგადოება
ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, ცნობილია პატრიარქის გამოსვენების მარშუტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო. - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:
 ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.

დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია, 15:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.

გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics