17:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 18:11:38, 1506 ნახვა

კომენტარი
ხატია ბუნიათიშვილი - გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ეხმაურება და ხელისუფლებას აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! სრულიად უდანაშაულო, უვნებელი და თავისუფალი ადამიანები. მათი დაკავებით თავისუფალ აზრს, რომელიც ქართველს სისხლში აქვს, ვერ მოკლავთ. ამ ადამიანებს კი აკლებთ თავისუფლად ჰაერის ჩასუნთქვის (თუნდაც დანაგვიანებულის), ახლობლებთან მოსიყვარულების და კამათის, თავის ნებაზე ცხოვრების დღეებს, რომელიც ყველა მოქალაქის უფლება და თქვენი, მთავრობის, მთავარი მოვალეობაა. თქვენზე იქნება ამ დღეების, თვეების და წლების მანძილზე დაკარგული დღეების, რომლებსაც ვერასდროს ვერ დაუბრუნებთ, ტვირთად ტარება.  ბევრად უფრო მძიმეა ეს ტვირთი, ვიდრე გგონიათ. თავისუფლების  ჩახშობა ჩვენთვის ყოველთვის დროებითი იყო. დღეს “დროებით” ბევრად უფრო მალეა, ვიდრე ადრე. ასეთი დროა.

გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები. თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით - გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! არ მეთაკილება - გთხოვთ, გთხოვთ, - გთხოვთ, დაუბრუნოთ ადამიანებს ის, რაც ეკუთვნით და წაერთვათ. მათი ღიმილის გისოსებს გარეთ დანახვა გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ გაღიმება, სამშობლოს საზღვრებს შიგნით თუ გარეთ, ისე რომ არ შეგვაშრეს. - აცხადებს პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics