19:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 12:08:24, 333 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია, არა ვინ დანიშნავს მთავარ პროკურორს, არამედ როგორი იქნება ის

„მნიშვნელოვანია, არა ვინ დანიშნავს მთავარ პროკურორს, არამედ როგორი იქნება ის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ხმამაღალი თემებით ნუ გადავფარავთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით  უსუფაშვილმა მთავარი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით დასმული  კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით,  იზოლირებულად არც ერთი საკითხის განხილვა არ ღირს.

„სწორია ის  მიმართულება, რაც მთავრობამ აირჩია. შექმნა სამუშაო ჯგუფები, კომისიები.  სწორია ის მიმართულება, რაც არასამთავრობო სექტორმა წამოიწყო – ასეთი კონფერენციები და განხილვები. იზოლირებულად არც ერთი საკითხის განხილვა არ ღირს. ყველას გთხოვთ და გირჩევთ, ასეთი ხმამაღალი თემებით ნუ გადავფარავთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. ვინ დანიშნავს მთავარ პროკურორს,ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ეს პროკურორი. მოდელები ბევრია კონსტიტუციის ჩარჩოებში, კონსტიტუციის მიღმა და ამაზე მსჯელობა იქნება“, –  აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics