16:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-04 10:38:05, 1094 ნახვა

საზოგადოება
მინდია ჯანელიძემ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ თავდაცვის მინისტრს ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინდია ჯანელიძე ქართული ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო.

მინისტრმა სამხედროებს ახალი წელიც მიულოცა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის წარმომადგენლობასთან გამართა შეხვედრა.

IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მისიას უკვე რამოდენიმე კვირაა გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics