2015-06-19 14:22:52, 978 ნახვა
სამართალი კომენტარი
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული: დღემდე არ ვიცი, რის საფუძველზე დამდეს ბრალი
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული გია ლობჟანიძის განცხადებით, ის და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 4 პირი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
მისივე თქმით, უცნობია, თუ რის საფუძველზე დასდო მათ ბრალი პროკურატურამ.
„დაკავება უკანონო იყო. გათავისუფლებას ველოდით იმიტომ, რომ წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა იწურებოდა. სხვა გზა არ ქონდა დარჩენილი პროკურატურას. დღემდე არ ვიცი, რის საფუძველზე დამდეს ბრალი“, – აღნიშნა ლობჟანიძემ.
ე.წ. კაბელების საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს დავით წიფურიას ემოციურობიდან გამომდინარე, მედიასთან საუბარი გაუჭირდა.
მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან